სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

17:08 | 21.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბერგი დვალიშვილს იცავს: “ის ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია”

ბოლო დღეებია, პოლონურ პრესაში ლადო დვალიშვილის მიმართ კრიტიკა არ წყდება. ბევრი მიიჩნევს, რომ ქართველი ფორვარდი ზაფხულში დატოვებს ვარშავის “ლეგიას”. გუნდის ნორვეგიელმა მწვრთნელმა ჰენინგ ბერგმა პრესკონფერენციაზე დვალიშვილი დაიცვა:

“ჟურნალისტებს მივმართავ: ერთი კვირაა, დვალიშვილის წასვლაზე წერთ და კითხვები არ გაქვთ? რატომ არაფერს მეკითხებით ლადოზე? მე ის ვიცი, რომ ქართველი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია “ლეგიაში”.  მას ბევრი რამ გაუკეთებია გუნდისთვის და ამ სეზონშიც რომ ავიღოთ, 9 გოლი გაიტანა. თავად ლადოც გაწბილებულია, რომ გასულ ტურში “ვისლასთან” ბოლო წუთებზე ვერ გაიტანა, მაგრამ ის კარგი ფეხბურთელია და ერთი კონკრეტული მომენტის გამო, წარსული დამსახურებისთვის ხაზის გადასმა არ შეიძლება”.

ბერგს თავშეკავებულ ადამიანად იცნობდნენ, თუმცა ამჯერად ძალიან გაბრაზებული ყოფილა, რამაც პოლონელები გააკვირვა. ნორვეგიელმა მწვრთნელმა ასევე აღნიშნა:

“მას “ვისლასთან” რომ გაეტანა, გმირი იქნებოდა, ახლა კი ანტიგმირად აქციეთ. ფეხბურთში ყველაფერი ასე იოლი როდია. ერთი დარტყმა არ საზღვრავს გმირ-ანტიგმირის ცნებას”.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.119671