“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი არ უარყოფს, რომ მისი გუნდი “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის, მარუან ფელაინის დამატებას გეგმავს.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, “ნაპოლის” ბელგიელი შუახაზელის ყიდვა ან იჯარით აყვანა სურს.
“ფელაინი? ის “მანჩესტერის” ფეხბურთელია და პრაქტიკულად ყველაფერი ამ გუნდზეა დამოკიდებული. ჩემი ამოცანა იმ ფეხბურთელებთან ერთად მუშაობაა, რომლებიც გუნდში მყავს. გარდა ამისა, შემიძლია პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისზე მცირე ზეწოლა მოვახდინო და მას გუნდის გაძლიერება ვთხოვო.” – აცხადებს ბენიტესი.