ფეხბურთი

12:17 | 27.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

აზიაში ნაგატომო გამოარჩიეს

აზიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად მილანის “ინტერის” მცველი იუტო ნაგატომო დასახელდა. ამის შესახებ იტალიური პრესა იუწყება.

ნაგატომოს კონკურენციას უწევდნენ მოსკოვის ცსკა-ს იაპონელი ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა და “ლევერკუზენის” კორეელი ფორვარდი სონ ჰიონ მინი. ნაგატომომ პრიზი კლუბსა და იაპონიის ეროვნულ ნაკრებში წარმატებული თამაშისათვის მიიღო.

ცნობისათვის, ნაგატომო ევროპაში 2010 წელს გამოჩნდა. მისი პირველი ევროპული კლუბი “ჩეზენა” გახლდათ.

 

0.113442