25 წლის ესპანელი ფეხბურთელი იაგო ასპასი კარიერას “ლივერპულში” განაგრძობს. მერსისაიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “სელტას” აწ უკვე ყოფილმა შემტევმა ინგლისელებთან ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა.
გარიგების სხვა დეტალები ოფიციალურ დონეზე არ ხმაურდება. გავრცელებული ინფორმაციით, ასპასი “ლივერპულს” 9 მილიონი ევრო დაუჯდა.
დიეგო ასპასი “სელტას” სკოლის აღზრდილია. ვიგოელთა პირველი გუნდის მაისურით ჩატარებულ 149 თამაშში მან 50 გოლი გაიტანა. პრიმერას გასულ გათამაშებაში, 25 წლის შემტევმა 33-ჯერ ითამაშა და თავი 12 გოლით გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ, “ლივერპულმა” კიდევ ერთი ესპანელი თავდამსხმელი, ლუის ალბერტო შეიძინა, რომლის სანაცვლოდაც, ინგლისელებმა “სევილიას” 8 მილიონი გადაუხადეს.