ამდენი წარუმატებელი მატჩის შემდეგ, შოთა არველაძის "ქასიმფაშამ" "სივასფორზე" იყარა ჯავრი და 6:2 მოუგო. შეგახსენებთ, "სივასფორს" ლეგენდარული ბრაზილიელი რობერტო კარლოსი წვრთნის და ამ მატჩს თუ არ ჩავთვლით, საკმაოდ კარგადაც – გუნდი მეოთხე ადგილზეა. შოთას "ქასიმფაშა" კი მეექვსე პოზიციაზეა და ევროპის ლიგაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.
აღსანიშნავია, რომ არველაძის გუნდიდან დუბლი არავის შეუსრულებია: სკარიონემ, მალკიმ, ბაბელმა, ვიუდესმა, თორუნმა და კასტრომ გაიტანეს.
ერთიც: შოთასა და რობერტო კარლოსის გუნდები ბოლო 6 თვეში მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს და წინა ორიც "ქასიმფაშას" გამარჯვებით დასრულდა. ამხანაგურში 3:0 სძლიეს, ხოლო ჩემპიონატის პირველ წრეში 2:1.