ფეხბურთი

12:13 | 9.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინას ალვარესი გამოაკლდა

მილანის “ინტერის” შემტევი ნახევარმცველი რიკარდო ალვარესი ტრავმირებულია. Sport Italia-ს ცნობით, არგენტინელმა დაზიანება ნაკრებში ყოფნისას, ვარჯიშზე მიიღო.

ნახევარმცველი თანაგუნდელთან შეჯახებისას დაშავდა და საწვრთნელი პროცესი ნაადრევად დაასრულა. სამედიცინო შემოწმების შემდეგ, გაირკვა, რომ ალვარესს კოჭის ტრავმა აქვს.

ჯერჯერობით, დაუდგენელია, დაეხმარება თუ არა მილანელთა ნახევარმცველი არგენტინის ნაკრებს მოახლოებულ მატჩებში. თუკი ალვარესის თამაში გამოირიცხება, არგენტინელი “ინტერში” დაბრუნდება და აღდგენით პროცესს იქ გაივლის.

 

0.123478