ფეხბურთი

17:54 | 20.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტის შემცვლელად ლუჩესკუს კანდიდატურა განიხილება

იტალიური და ინგლისური პრესის ცნობით, “პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის შეცვლის უმთავრესი კანდიდატი დონეცკის “შახტარის” რუმინელი დამრიგებელი მირჩა ლუჩესკუა.

არსებობს იმის არცთუ მცირე ალბათობა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, ანჩელოტიმ “პარი სენ ჟერმენი” დატოვოს. Sky Sports-ზე დაყრდნობით, Calciomercato ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პარიზელები იტალიელის შეცვლის კანდიდატთა შორის, პრიორიტეტს მირჩა ლუჩესკუს ანიჭებენ.

ლუჩესკუ “შახტარში” 2004 წლიდან მუშაობს. დონეცკელებთან ერთად, მან 6-ჯერ უკრაინის ჩემპიონატი, 4-ჯერ ქვეყნის თასი, 4-ჯერ სუპერთასი და ერთხელ უეფას თასი მოიგო. ლუჩესკუსა და “შახტარს” შორის არსებულ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის.

0.067289