ფეხბურთი

14:16 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი პარიზელებს ვერ წაიყვანს

მადრიდის “რეალის” ახლადდანიშნულ თავკაც კარლო ანჩელოტის თავისი ყოფილი კლუბიდან – “პარი სენ-ჟერმენიდან” ფეხბურთელების გადაბირების უფლება არ აქვს. Le Parisien-ის ცნობით, ხელშეკრულებაში ეს პუნქტი მაშინ ჩაიდო, როდესაც იტალიელმა პარიზიდან მადრიდში გადაბარგება გადაწყვიტა.

მოგეხსენებათ, ანჩელოტიმ და პსჟ-მ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების შედეგად გაწყვიტეს, მაგრამ პარიზელებმა გარკვეული სარგებლის ნახვა მაინც შეძლეს.

ამგვარად, მადრიდის “რეალში” ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მარკო ვერატის გადასვლა გამოირიცხა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129614