მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ჩაბი ალონსომ, შესაძლოა, მიმდინარე თვეში გასამართ “ელ კლასიკოში” ითამაშოს.
აგვისტოში გაკეთებული ოპერაციის გამო, ალონსოს 2013-14 წლების სეზონში არ უთამაშია. აქამდე არსებული ინფორმაციით, 31 წლის შუახაზელი მოედანზე დაბრუნებას ნოემბრამდე ვერ მოახერხებდა. თუმცა, ცნობილი ხდება, რომ ალონსოს მიერ ვარჯიშებში ჩართვა 19 ოქტომბრისთვის იგეგმება და არაა გამორიცხული, მან 26 ოქტომბერს “ბარსელონასთან” გასამართი მატჩისთვის საჭირო ფორმაში შესვლა მოახერხოს.