გაიმართა აფრიკის კონტინენტიდან მუნდიალზე გასასვლელი პლეი ოფის წილისყრა. ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული 10 გუნდიდან 5 მიიღებს ბრაზილიის საგზურს, პლეი ოფის პირველი თამაშები კი 11-დან 15 ოქტომბრამდე, ხოლო საპასუხოები 15-დან 19 ნოემბრამდე გაიმართება.
აქვე, წყვილები:
კოტ დივუარი – სენეგალი
ეთიოპია – ნიგერია
ტუნისი – კამერუნი
განა – ეგვიპტე
ბურკინა ფასო - ალჟირი
აქედან მხოლოდ ორ წყვილში ჩანს აშკარა ფავორიტი: კოტ დივუარი ალენ ჟირესის გაწვრთნილ სენეგალთან და ნიგერია ეთიოპიასთან. დანარჩენ წყვილებში კი თითქმის 50/50-ზეა შანსები.
ამ 10 გუნდიდან მხოლოდ ორია ისეთი, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატზე არასოდეს უთამაშიათ: ბურკინა ფასო და ეთიოპია.