გელზენკირხენის “შალკემ” ინგლისის “მანჩესტერ სიტის” სერბი მცველის მატია ნასტასიჩის ტრანსფერის თხოვნით ოფიციალურად მიმართა.
გერმანელების მხრიდან 21 წლის ფეხბურთელით დაინტერესების შესახებ ინფორმაცია დეკემბრის მიწურულს გავრცელდა, ახლა კი, საქმემ ოფიციალური სახე შეიძინა. The Guardian-ის ცნობით, “შალკე” მზადაა ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ნასტასიჩი “სიტიში” 2012 წელს იტალიური “ფიორენტინადან” გადავიდა და და გასულ 2 სეზონში ინგლისის პრემიერლიგის 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მიმდინარე გათამაშებაში მოედანზე ერთხელაც არ გასულა.