“ბირმინგემის” 18 წლის ტალანტის დემარაი გრეის შეძენით პრემიერლიგის კლუბები დაინტერესდნენ, თუმცა როგორც მთავარი მწვრთნელი გარი როუტი აცხადებს, ახალგაზრდა მოთამაშის განვითარებისთვის “ბირმინგემი” საუკეთესო გუნდია.
როგორც “დეილი მეილი” იუწყება, გასულ ზაფხულს ჩემპიონშიფში მონაწილე გუნდს გრეის სანაცვლოდ “კრისტალ პალასმა” 500 000 გირვანქა შესთავაზა, თუმცა “ბირმინგემისგან” უარი მიიღო. “კრისტალ პალასის” გარდა 18 წლის ფეხბურთელის შეძენით “ლივერპული” და “ტოტენჰემი” არიან დაინტერესებულნი.
“გრეი ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეა. რეალურად ზამთრის სატრანფერო ფანჯრისას გრეის შეძენით დაინტერესებული კლუბების შეთავაზებებს ველოდები, მაგრამ ვფიქრობ ამ ეტაპზე უმჯობესია “ბირმინგემში” დარჩეს”, - განაცხადა გარი როუტმა.
შემტევი ტიპის ნახევარმცველი დემარაი გრეი ინგლისის 19 წლამდე ნაკრების ფეხბურთელია და 2006 წლიდან “ბირმინგემში” ირიცხება.
Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация