დომენიკო დი კარლო იტალიის სერია A-ს მონაწილე "ჩეზენას" ახალი მწვრთნელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2015 წლის ივლისამდე გაფორმდა.
დი კარლომ პიერპაოლო ბისოლი შეცვალა, რომელიც წარუმატებელი თამაშოს გამო დაითხოვეს. ბისოლის გუნდი იტალიის ჩემპიონატში მე-19 ადგილზე გახლავთ და კლუბის გადაწყვეტილებაც ბუნებრივია.
კლუბის გადაწყვეტილებით მეკარეთა მწვრთნელი ფრანჩესკო ანტონიოლი და ტრავმირებულ ფეხბურთელებთან მომუშავე დანილო ნაილსი თანამდებობებზე დარჩნენ, დი კარლომ კი თავისი სამწვრთნელო შტაბი მოიყვანა.
Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация