ფეხბურთი

16:57 | 7.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაკიტიჩი ჩავის აღმერთებს

“ბარსელონას” ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა განაცხადა, რომ მისი თანაგუნდელი ჩავი ერნანდესი არის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი. რაკიტიჩმა ასევე აღიარა, რომ 34 წლის ესპანელი მისი კერპია.

“როცა გესმის სიტყვა ჩავი... ეს ნიშნავს... ფეხბურთს. ჩავისთან ერთად თამაში ჩემთვის დიდი განცდაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მასთან ერთად დიდხანს ვითამაშო და ბევრი ტიტული მოვიგო” – რაკიტიჩის სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.

0.119396