საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ტოკიოს გრან სლემზე მე-7 ადგილი დაიკავა. ეროვნული გუნდის დებიუტანტმა იაპონურ ტატამზე სულ ხუთი შეხვედრა ჩაატარა. ძირითად ბადეში საწყის ეტაპზე იტალიელ ემანუელ ბრუნოს დაუპირისპირდა და მეორე წუთზე შესრულებული ეფექტური სუფთა გდებით მოუმთავრა საქმე.
მეორე წრეში, კანადელ პატრიკ განიესთან პირველსავე წუთზე იუკოზე დავარდა. სწრაფადვე აღადგინა წონასწორობა. მერე იუკოთივე დაწინაურდა. მეხუთე წუთის დასაწყისში კი მეტოქე შებოჭვაზე დაიჭირა. მართალია ილეთი ბოლომდე ვერ მიიყვანა, მაგრამ ვაზარი მაინც გამოიმუშავა და უპირატესობა საფინალო გონგამდე მშვიდად შეინარჩუნა.
მესამე მეტოქეს - სლოვენიელ ადრიან გომბოცს მარგველაშვილმა ბეჭებზე გასაკრავად წუთნახევარი აკმარა და მეოთხედფინალში გავიდა. იქ კი ებრაელ გორან პოლაკთან თავად წააგო სუფთად და “ბრინჯაოს ფრონტზე” გადაერთო.
რეპეშაჟის ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტისთვის დაუძლეველი ზღუდე იაპონელი კენგო ტაკაიჩი აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა საწყის წამებზევე ვაზარი შეასრულა და გდება შებოჭვით დააგვირგვინა.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ ბექა შავდათუაშვილმაც იჭიდავა, რომელიც იაპონიაში ნაკრებს საკუთარი ხარჯით გაჰყვა. ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის ძმა შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და სამხრეთკორეელ ბაულ ანთან იპონით წააგო.
დღესვე მედლები 60 კილოგრამშიც თამაშდება, მაგრამ საქართველოს ნაკრებს უმსუბუქეს წონაში მონაწილე არ ჰყავდა, რადგან გუნდის ლიდერმა, ევროპის და მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატების პრიზიორმა ამირან პაპინაშვილმა ტრავმა ახლახან მოიშუშა და მწვრთნელებმა მისი დატვირთვისგან თავი შეიკავეს.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟებში 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. ზეგ კი დარჩენილი სამი წონა: 90, 100 და +100 კილოგრამები დაინომრება.
გრან სლემის ჩემპიონები ოქროს მედალთან ერთად 500 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებენ. ვერცხლის პრიზიორები პირად რეიტინგს 300 ქულას შემატებენ, ხოლო ბრინჯაოსნები – 200-ს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შევრცხვით
იწყება მათიაშვილის და საიდოვის ფინალი.
ხვალ ღვთისწყალობით ყველაფერ კარგად იქნება ლიპო და ტაისონას ფინალი იქნება
არაუშავრს ავთომ მსოფლიოზე ჩაუტარა კლასი ნაგასეს
არაუშავს,ავთომ წელს სულ 2 სხვატკა წააგო. 1იმამოვთან ევროპა ვს აზიაზი და ეხლა მეორედ. შესანიშნავი შედეგია. მომავალ წელს იმედია რინერივით დაუმარცხებელი იქნება.
ნაგასესთან მსოფლიოზეც წააგო გუნდურში
მართალი ხარ ნესკენ მაგრამ ისიც ვთქვათ რომ უკვე დაღლილი იყო ავთო მსოფლიოზე გუნდური რომ იჭიდავა
ხო
ყველაზე უფრო უნგვარის მიერ მუკისთვის გაკეთებული ილეთი მომეწონა.
მაგარი კომბინაცია იყო.
თითქოს გდებაზე მიდიოდა, მუკიც გდების დაცვაზე გადაერთო და შემდეგ უეცარი კოუჩი მიიღო.
ფაქტიურად მესხის ფინტი გააკეთა..
0?'>http://134.213.29.25/live/':'>http://134.213.29.25/live/'))
41.00-დან ნახეთ..
რაც ნაგასემ ჩირიკას გაუკეთა მისგან მასეთი ილეთით მოგებული შეხვედრა არ მახსენდება.
სპეციალურად მოუმზადა და გაუკეთა.
წარმატების მიღწევა თუ გინდა ტოპ ძიუდოისტმა ყოველი ტურნირისთვის ერთი ახალი ილეთი მაინც უნდა დაამუშავოს...
უფრო მეტიც, შეიძლება განსხვავებული ილეთი კონკრეტული მოწინააღმდეგისთვისაც მოამზადო.
გავრცელებული იდეა, რომ მთავარია ერთი-ორი "კარენნოი" ილეთი იცოდე და წარმატება მოვა, უაღრესად მცდარია.
ძიუდოს მომავალი კომბინაციურ ჭიდაობაშია.
ანუ იწყებ ერთ ილეთს თუ გიბლოკავენ ეგრევე გადადიხარ მეორეზე, ზე ძიუდოისტებმა შეიძლება შეტევის გაგრძელების მესამე ვარიანტიც მოძებნონ.
დღეისათვის თუ კომბინაციები არ გაქვს დამხეცებული, ერთ ილეთს, ერთ ჩავლებას დაგიბლოკავენ და დარჩები მშრალზე.
ტატალას მეტი პრობლემა არ აქვს
ეჰ, ამის წაგება იქნებოდა
კარგია, მაგრამ ისე მივიღე თითქოს ვალდებული იყო ბრინჯაო მაინც აეღო.
ეეე ავთო ავთო მარა ყველაფერს აქვს დადებითი მხარე და იმედია კანო მისი ახალი მოტივაცია იქნება. გენაცვალე მე შენ ჭრიკო
მაინც კაია..რამდენი ტურნირია უკვე უმელოთ არ დაუმთავრებია
წამიერი მოდუნების გამო წააგო ავთომ. მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს.
ძმებო ვერ ვუყურე და როგორ წააგო ავთომ ხომ ვერ მეტყვით ან სად ვუყურო
მარგველაშვილი არ მოგეწონათ? მე მგონი ეგ ბიჭი სერიოზული ძიუდოისტი დადგება
მაგრა გამიტყდა
ასე ძალიან მგონი კაი ხანია არაფერი მწყენია.
კარგი რა მაგ შეხვედრის გულისთვის დილით ბასეინი და ტრენაჟორები გავაცდინე.
ეს იაპონელი თავის ტკივილად გვექცევა. ინტელიგენტი მოჭიდვეა
ჯკ
იპონი მემგონი ნამდვილად არ იკო. რუსმა გადავლება გაუკეტა ამ იაპონელს და ეგრევე დაწვა,მემგონი უნდა გამოიმუსჰაონ სხვა ტაკტიკა რომ მოუგოს ავტომ
აქ ფორმაზე და წლის ბოლოზე არაა ლაპარაკი,მშვენივრად მიყავდა და უყურადღებობით წააგო..მაგის უყურადღებობა და ეგეთ ილეთზე წამოგება ძაან იშვიათად მინახავს
ეეე რაია მარტლა ეგ, მაგრამ არა უშავს ყველა ტურნირს ვერ მოიგებს თან წლის ბოლოა და ეგ აღარაფერი, იმედია მომავალი წლიზა კიდე გაიმეორებს წლევანდელ შედეგს
არ იყო ეს იპონი რაა. ვაზარი უნდა მიეცათ
მეც ეგრე ვფიქრობ რომ არ იყო იპონი
ისევ დავრჩით კანოზე ოქროს გარეშე
და ლიპო რატომ ჩამოწერე?
ეე რა გახდა ეს ნაგასე
აუუუ რაც ცუდად წააგო

ეს მართლა ფინალია
პრაქტიკულად ესაა ფინალი. აგრესიულად უნდა ეჭიდოს ავთო და მოუგებს, რომ იტყვიან უნდა დაჩეჩქვოს
ავთო რამდენ ხანში გამოდის?
ორი სხვატკის მერე მეორე ტატამზე
მადლობა
სჰავდატუასჰვილი ვეგარ აგრზელებს 3 სტვის. უკლება ტუ იცი დაწერე
ვერა სამწუხაროდ ძმაო
მოკლედ ნახევარფინალი ფინალშIა. გადადით გვერდით სტატიაზე და ჩემ გუშIწინდელ პროგნოზს გადახედეთ : დ
უბრალოდ კიმ ჯა ბუნმა ვერ გამიმართლა იმედები D:
ალბათ იფ იფ უნდა დაეწერა :
: D:
მკლედძიუდოში ტოტლიზტორი რო იყოს ბევრს მვიგებდი რაა.
ყველა ჩემი პროგნოზიხდა ლიდერებს რაც შეეხება. პროსტა ტატალასგან არ ველოდი რაა ვერ მომინელებია
ორი ღამის უძინარს ჩამძინებია. მოკლედ, 73-ში რასაც ველოდი ისე მოხდა სამწუხაროდ. მიკლოშ უნგვარიც გადმოვიდა 66-დან და 34 წლის კაცი რაებს აკეთებს. 81-ში ავთო დღეს იმედია მოიგებს.
15 წუთში დაწყება
ნახევარფინალები მალე დაიწყება ხოო
ვინმემ დადეთ დროო 11.00ზე თუ უფრო გვიან??
რომელ საათზე იწყება ფინალური შეხვედრები?
ძაან ძლიერია ნაგასე იაპონიაში იმედია მოუგებს ავთო მსაჯიანად