ფეხბურთი

21:29 | 19.11.2014 | ნანახია 0 - ჯერ

ინგლისური გრანდები აარონსით დაინტერესდნენ

“ნიუკასლის” 19 წლის ნახევარმცველის როლანდო აარონსის შეძენით ინგლისური ფეხბურთის გრანდები დაინტერესდნენ. “დეილი სტარის” ცნობით, “არსენალი,” “ლივერპული” და “მანჩესტერ სიტი” ახალგაზრდა მოთამაშით ინტერესდებიან, თუმცა “კაჭკაჭებს” აარონსის კლუბში დატოვება დიდი ხნით სურთ.

იამაიკის დედაქალაქ კინგსტონში დაბადებული ფეხბურთელი “ბრისტოლ სიტის” აღზრდილია. 2012 წელს “ნიუკასლში” გადავიდა, ხოლო 2014 წელს ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

პრემიერლიგაში ახალგაზრდა მოთამაშის დებიუტი მიმდინარე სეზონში “მანჩესტერ სიტისთან” შედგა. პრემიერლიგაში სადებიუტო გოლი კი “კრისტალ პალასს” გაუტანა. მან ასევე გოლით გამოიჩინა თავი “მანჩესტერ სიტისთან” ინგლისის ლიგის თასის შეხვედრაში. შედეგად, ფეხბურთელის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.064227