„მანჩესტერ სიტის“ ჩილელმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იაია ტურეს გაყიდვას გუნდი არ აპირებს.
„ტურე გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, მისი გამოცდილება და პროფესიონალიზმი გუნდს ძალიან ეხმარება და ჭორები მისი გაყიდვის შესახებ სიმართლეს არ შესაბამება“, - განაცხადა პელეგრინიმ.
კოტდიუარელი ნახევარმცველი „ქალაქელებს“ 2010 წლის ზაფხულში „ბარსელონადან“ შეუერთდა.