კატალონიის “ბარსელონას” და ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარცველმა ივან რაკიტიჩმა 16 ნოემბერს გასამართი იტალია-ხორვატიის მატჩის წინ მცირე კომენტარი გააკეთა.
რაკიტიჩის განცხადებით, “სკუადრა აძურა” ფავორიტია და ხორვატთათვის ფრეც მისაღები შედეგი იქნება.
“ამ დაპირისპირებაში იტალია ფავორიტია. რა თქმა უნდა ჩვენ მოედანზე გამარჯვებისთვის გავალთ, თუმცა ფრეზეც არ ვიტყვით უარს”, – განაცხადა ივან რაკიტიჩმა.
იტალია- ხორვატიის შეხვედრა 16 ნოემბერს 23:45 წუთზე დაიწყება.