ძიუდო

18:40 | 24.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ევროპის თასზე ქართველმა ძიუდოისტებმა 14 მედალი მოიპოვეს

თესალონიკში გამართულ ჭაბუკთა ევროპის თასზე ჩვენმა ძიუდოისტებმა 14 მედალი მოიპოვეს, რისი დამსახურებითაც საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

პირველი ადგილი და შესაბამისად ოქროს მედალოსნები გახდნენ: იესო სამსიანი (-73კგ), ლუკა აბგაიძე (-90კგ) და ნიკოლოზ აფციაური(+90კგ).

ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს: ნიკოლოზ ფალელაშვილმა (-60 კგ), ნიკა ბრეგვაძემ (-66 კგ), მაია ღვალაძემ (+70კგ), გიორგი მჭედლიშვილმა (-73კგ) და ოთარ ჯაფარიძემ(+90კგ), ხოლო ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულეს: თორნიკე მდინარაძემ (-55 კგ), თამარ გამიაშვილმა(-57კგ), გიგი კეკვიაშვილმა (-66 კგ), ნია ქაფიანიძემ (+70კგ), გიორგი გეწაძემ (-73კგ) და ლუკა ბუზიაშვილმა.(-81კგ)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.180073