ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი საბა ინანეიშვილის გამარჯვებით დასრულდა. ტურნირი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
სადებიუტო პლანეტის პირველობაზე საქართველოში 25 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი იმყოფებოდა. გამარჯვებულები აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
ვიცე-ჩემპიონი მონღოლი ულზიბაიარ დურენბაიარი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი უჩა ტაბატაძემ მოიპოვა. ჩემპიონ პრიზიორები მედლებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ჩემპიონს 20 000, ვიცე-ჩემპიონს 10 000, ხოლო მესამე ადგილოსანს 5 000 აშშ დოლარი გადაეცა. შეგახსენებთ, რომ ქართული ჭიდაობა 2018 წელს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.









