ძიუდო

18:31 | 22.03.2025 | ნანახია 175 - ჯერ

ბეროშვილის და დვალაშვილის ბრინჯაოს მედლები თბილისის გრანდ სლემზე

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების წევრებმა ირაკლი ბეროშვილმა და ზაურ დვალაშვილმა (81 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

81 კგ წონით კატეგორიაში ზაურ დვალაშვილმა ისრაელის წარმომადგენელი იანივ აგრონოვი, უნგრელი ბოტონდ ტოტი და ფრანგი უმარ ჯალო დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში მოლდოველ პეტრუ პელივანთან წააგო და ბრინჯაოსთვის ფრანგ არნო არეგბას აჯობა.

ირაკლი ბეროშვილმა შვეიცარიელო ორელინ ბონფერონი, უზბეკი სუხრობ ტურსუნოვი და მონღოლი შინებაიარ ოიუნჩიმეგი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში თურქეთის სახელით მოასპარეზე ქართველ ვედათ ალბაირაკლისთან მარცხი განიცადა, შესაბამისად, ბრინჯაოსთვის იბრძოდა, სადაც კანადელ ფრანსუა გაუტიე დრაპოს მოუგო და მედალს დაეუფლა.

ამავე წონაში ვლადიმერ ახალკაცი და კოტე კაპანაძე გამოვიდნენ, მაგრამ მედლისთვის ბრძოლას ისინი გამოეთიშნენ.

მოგეხსენებათ, დღესვე ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა (73 კგ).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ამ დროისთვის ექვსი მედალია (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო): ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი ოქროს, თემურ ნოზაძე ვერცხლს, ხოლო ნინო ლოლაძე, ზაურ დვალაშვილი და ირაკლი ბეროშვილი ბრინჯაოს დაეუფლნენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.11851