ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონია, სადაც მან გამარჯვება ზედიზედ მეორედ მოახერხა და საქართველოს მეორე ოქრო, ჯამში კი, მეოთხე მედალი მოუტანა.
73 კგ წონით კატეგორიაში შავდათუაშვილმა ფინალამდე მისვლა რუმინელი ლუსიან დუმიტრესკუს, აზერბაიჯანელი რუფატ შოვლატოვის, ავსტრიელი სამუელ გასნერისა და ფრანგი იოან-ბენჟამინ გაბას ძლევით მოახერხა. ლაშამ ნახევარფინალი დამატებით დროში ლამაზი გდებით მოიგო, რომელიც იპონად შეფასდა. ფინალში შავდათუაშვილის მეტოქე რუსეთის ნაკრების წევრი არმენ აღაიანი იყო, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში ბოლოსკენ შესრულებული ილეთით აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ამავე წონაში მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი და გიორგი ჩიხელიძე გამოვიდნენ, მაგრამ მედლისთვის ვერ იბრძვიან. ყველაზე ახლოს ამასთან ბახბახაშილი იყო, რომელმაც რეპეჟაშის შეხვედრა დათმო.
ქალთა შორის დღეს გვანცა მჭედლიშვილი (63 კგ) და მარიამ ჭანტურია (70 კგ) გამოვიდნენ, მაგრამ ორივე მათგანი პირველივე წრეში დამარცხდა.
მოგეხსენებათ, დღესვე ბრინჯაოს მედლები ირაკლი ბეროშვილმა და ზაურ დვალაშვილმა მოიპოვეს ორივემ 81 კგ წონით კატეგორიაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ამ დროისთვის ექვსი მედალია (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო): ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი ოქროს, თემურ ნოზაძე ვერცხლს, ხოლო ნინო ლოლაძე, ზაურ დვალაშვილი და ირაკლი ბეროშვილი ბრინჯაოს დაეუფლნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს მედალი ყველაზე მეტად მიხარია, ვულოცავ ოჯახს.
ამიერიდან ტყვიის სროლის ტურნირებზე ჩვენი "სპეცნაზელებიც" გავუშვათ - მაგრად კი უმიზნებენ ეგ ნა***ზრები.