ფეხბურთი

23:08 | 16.03.2025 | ნანახია NaN - ჯერ

"ლევანტე" გალიდერდა - გიორგი ქოჩორაშვილმა საგოლე გადაცემა გააკეთა (+VIDEO)

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 31-ე ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა "ლევანტემ" , რომელმაც სტუმრად "უესკას" 2:1 მოუგო.

გიორგი ქოჩორაშვილმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. მან მატჩის 91-ე წუთზე, მაშინ როცა ანგარიში 1:1 იყო, საგოლე გადაცემა გააკეთა და თავის გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

"ლევანტე" ამ მოგებით პირველ ადგილზე აღზევდა და უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელად ბრძოლას აგრძელებს.

გიორგი ქოჩორაშვილს მიმდინარე სეზონში 25 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 6 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემაა.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.083148