ჩემპიონთა ლიგაზე მეშვიდე ტური დასრულდა, რომელიც ძალიან საინტერესო გამოდგა და ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილში დაძაბული ვითარებაა.
- პსჟ-ს შთამბეჭდავი ქამბექი "სიტისთან" და დიდი ნაბიჯი პლეი-ოფისკენ
- ირაკლი აზაროვის შესანიშნავი თამაში, მოპოვებული პენალტი და "შახტარის" გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე
„პარი სენ-ჟერმენმა“ „მანჩესტერ სიტისთან“ 0:2-დან 4:2 რომ დააქამბექა, უკვე გვეწერა, ახლა დანარჩენ მატჩებზეც:
ლონდონის „არსენალმა“ შინ „დინამო ზაგრები“ ადვილად, 3:0 დაამარცხა და დიდი ნაბიჯი გადადგა პირდაპირ მერვედფინალისკენ. მიკელ არტეტას გუნდი 16 ქულით მესამე ადგილზეა და ცხადია, არ უნდა გაუჭირდეს ტოპ 8-ში მოხვედრა. ბოლო ტურში „მეთოფეები“ „ჟირონას“ ესტუმრებიან.
მერვედფინალში თითქმის გასულია მილანის „ინტერიც“, რომელმაც სტუმრად პრაღის „სპარტა“ ლაუტარო მარტინესის ერთადერთი გოლით დაამარცხა. იტალიურ გუნდსაც 16 ქულა აქვს და ბოლოს „მონაკოს“ უმასპინძლებს.
მერვედფინალისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა „მილანმაც“, რომელმაც შინ რაფაელ ლეაუს ერთადერთი გოლი იკმარა „ჟირონას“ დასამარცხებლად. „როსონერი“ 15 ქულით მეექვსე ადგილზეა და მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული, ბოლო ტურში, ზაგრებში „დინამოს“ უნდა სძლიოს და მერვედფინალში იქნება.
სამაგიეროდ, პლეი-ოფიდან მოუწევს დიდი ალბათობით მერვედფინალის საგზურისთვის ბრძოლა მიუნხენის „ბაიერნს“, რომელიც როტერდამში „ფეიენოორდთან“ 0:3 განადგურდა. პირველ ტაიმში სანტიაგო ხიმენესმა შეასრულა დუბლი, ბოლოს აიასე უედამ გაიტანა და ვენსან კომპანის გუნდი განადგურდა. „ბაიერნი“ 12 ქულით მე-15 ადგილზეა, ბოლო ტურში ბრატისლავის „სლოვანს“ უმასპინძლებს, ხოლო „ფეიენოორდი“ 13 ქულოით მე-11 პოზიციაზეა და გასვლაზე „ლილს“ შეხვდება.
მადრიდის „რეალმა“ შინ „ზალცბურგი“ 5:1 გაანადგურა. დუბლები შეასრულეს როდრიგომ და ვინისიუსმა, ერთიც კილიან მბაპემ გაიტანა. „რეალსაც“ 12 ქულა აქვს და ბოლო ტურში „ბრესტს“ სტუმრად შეხვდება.
მნიშვნელოვანი თამაში მოიგო გლაზგოს „სელტიკმა“, რომელმაც შინ ბერნის „იანგ ბოიზს“ ბოლოსკენ გატანილი ავტოგოლით 1:0 აჯობა. შოტლანდიურ გუნდსაც 12 ქულა აქვს და პლეი-ოფში გავიდა, რაც მისთვის შესანიშნავი შედეგია.
„არსენალი“ – „დინამო ზაგრები“ 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 რაისი (2), 2:0 ჰავერტცი (66), 3:0 ოდეგორი (90)
„მილანი“ – „ჟირონა“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ლეაუ (37)
„სელტიკი“ – „იანგ ბოიზი“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ბენიტო (86, ა.გ)
„ფეიენოორდი“ – „ბაიერნი“ 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 ხიმენესი (21), 2:0 ხიმენესი (45, პენ), 3:0 უედა (90)
„რეალი“ – „ზალცბურგი“ 5:1 (2:0)
გოლები: 1:0 როდრიგო (23), 2:0 როდრიგო (34), 3:0 მბაპე (48), 4:0 ვინისიუსი (55), 5:0 ვინისიუსი (77), 5:1 ბიდსტრუპი (85)
„სპარტა“ – „ინტერი“ 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ლაუტარო მარტინესი (12)
ჩემპიონთა ლიგა, სატურნირო ცხრილი 7 ტურის შემდეგ
1. | ლივერპული | 7 | 7 | 0 | 0 | 15 | 2 | 13 | 21 |
2. | ბარსელონა | 7 | 6 | 0 | 1 | 26 | 11 | 15 | 18 |
3. | არსენალი | 7 | 5 | 1 | 1 | 14 | 2 | 12 | 16 |
4. | ინტერი | 7 | 5 | 1 | 1 | 8 | 1 | 7 | 16 |
5. | ატლეტიკო | 7 | 5 | 0 | 2 | 16 | 11 | 5 | 15 |
6. | მილანი | 7 | 5 | 0 | 2 | 13 | 9 | 4 | 15 |
7. | ატალანტა | 7 | 4 | 2 | 1 | 18 | 4 | 14 | 14 |
8. | ლევერკუზენი | 7 | 4 | 1 | 2 | 13 | 7 | 6 | 13 |
9. | ასტონ ვილა | 7 | 4 | 1 | 2 | 9 | 4 | 5 | 13 |
10. | ასტონ ვილა | 7 | 4 | 1 | 2 | 13 | 10 | 3 | 13 |
11. | ფეიენოორდი | 7 | 4 | 1 | 2 | 17 | 15 | 2 | 13 |
12. | ლილი | 7 | 4 | 1 | 2 | 11 | 9 | 2 | 13 |
13. | ბრესტი | 7 | 4 | 1 | 2 | 10 | 8 | 2 | 13 |
14. | დორტმუნდი | 7 | 4 | 0 | 3 | 19 | 11 | 8 | 12 |
15. | ბაიერნი | 7 | 4 | 0 | 3 | 17 | 11 | 6 | 12 |
16. | რეალი | 7 | 4 | 0 | 3 | 17 | 12 | 5 | 12 |
17. | იუვენტუსი | 7 | 3 | 3 | 1 | 9 | 5 | 4 | 12 |
18. | სელტიკი | 7 | 3 | 3 | 1 | 11 | 10 | 1 | 12 |
19. | პსვ ეინდჰოვენი | 7 | 3 | 2 | 2 | 13 | 10 | 3 | 11 |
20. | ბრიუგე | 7 | 3 | 2 | 2 | 6 | 8 | -2 | 11 |
21. | ბრიუგე | 7 | 3 | 1 | 3 | 14 | 12 | 2 | 10 |
22. | პარი სენ-ჟერმენი | 7 | 3 | 1 | 3 | 10 | 8 | 2 | 10 |
23. | სპორტინგი | 7 | 3 | 1 | 3 | 12 | 11 | 1 | 10 |
24. | შტუტგარტი | 7 | 3 | 1 | 3 | 12 | 13 | -1 | 10 |
25. | მანჩესტერ სიტი | 7 | 2 | 2 | 3 | 15 | 13 | 2 | 8 |
26. | დინამო ზაგრები | 7 | 2 | 2 | 3 | 10 | 18 | -8 | 8 |
27. | შახტარი | 7 | 2 | 1 | 4 | 7 | 13 | -6 | 7 |
28. | ბოლონია | 7 | 1 | 2 | 4 | 3 | 8 | -5 | 5 |
29. | სპარტა | 7 | 1 | 1 | 5 | 7 | 19 | -12 | 4 |
30. | ლაიფციგი | 7 | 1 | 0 | 6 | 8 | 14 | -6 | 3 |
31. | ჟირონა | 7 | 1 | 0 | 6 | 4 | 11 | -7 | 3 |
32. | ცრვენა ზვეზდა | 7 | 1 | 0 | 6 | 12 | 22 | -10 | 3 |
33. | შტურმი | 7 | 1 | 0 | 6 | 4 | 14 | -10 | 3 |
34. | ზალცბურგი | 7 | 1 | 0 | 6 | 4 | 23 | -19 | 3 |
35. | სლოვანი | 7 | 0 | 0 | 7 | 6 | 24 | -18 | 0 |
36. | იანგ ბოიზი | 7 | 0 | 0 | 7 | 3 | 23 | -20 | 0 |