„ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების გარემარბმა ლამინ იამალმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ისაუბრა.
„არ ვიცი, როდის გაფორმდება კონტრაქტი, მაგრამ ეს მალე იქნება. „ბარსელონა" ჩემი ცხოვრების კლუბია, ვიმედოვნებ, გავაგრძელებ კონტრაქტს და იქ დავრჩები რაც შეიძლება დიდხანს. დიახ, ვაპირებ კონტრაქტის გაგრძელებას“, - ციტირებს იამალის სიტყვებს Diario Sport.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 17 წლის იამალმა 16 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ხუთი ბურთი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა. მას ასევე აქვს 5 მატჩი, ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა ჩემპიონთა ლიგაზე. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ესპანეთის ნაკრების შვიდ მატჩში, იამალმა ერთი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ფეხბურთელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისს ეწურება.