ფეხბურთი

21:30 | 28.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" მზადაა დე იონგი 45 მილიონ ევროდ გაყიდოს

„ბარსელონას“ ნახევარმცველ ფრენკი დე იონგს კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს. ამის შესახებ Mundo Deportivo იტყობინება.

ნიდერლანდელი „ბარსას“ ახალ პროექტში მთავარ მოთამაშედ არ განიხილება, მას სათამაშო პრაქტიკაც ბევრი არ აქვს, რის გამოც, როგორც ჩანს, დე იონგს კლუბის დატოვება უნდა. თავის მხრივ, "ბარსელონაც" მზადაა კონტრაქტის არგახანგრძლივების შემთხვევაში ფეხბურთელი გაყიდოს, მათ შორის, იანვარშიც და მას 45 მილიონ ევროდ ფასებს.

ფრენკის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში ფრენკი დე იონგმა 13 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

0.111509