ფეხბურთი

23:05 | 12.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "კარგია 1000 გოლს თუ გავიტან, მაგრამ ჩემზე მეტი მაინც არავის გაუტანია"

„ალ-ნასრის“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ 1000-გოლიანი ნიშნულისთვის მიღწევა სურს, მაგრამ თუ ვერ მოახერხებს, პრობლემას ვერ ხედავს, რადგან მაინც ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.

„აწმყოთი ვცხოვრობ და ვფიქრობ, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. გრძელვადიან პერსპექტივაზე ფიქრი არ შემიძლია. საჯაროდ ვთქვი, რომ 1000 გოლის გატანა მინდა, ვნახოთ, ჩემი სხეული უახლოეს წლებში როგორ რეაგირებას მოახერხებს. ძალიან კარგი იქნება, თუ 1000 გოლს გავიტან, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, არც ესაა პრობლემა, ჩემზე მეტი გოლი აქამდე არავის გაუტანია“, - თქვა რონალდუმ.

0.124786