თურქეთის პირველი ლიგის მეათე ტურში გურამ გიორბელიძის „ერზურუმსპორმა“ „კეჩიორენგუჩუ“ 4:0 გაანადგურა, ქართველმა მცველმა კი, გოლი გაიტანა.
მატჩის მეშვიდე წუთზე გურამმა თავი გამოიჩინა და ანგარიში გახსნა. ეს მისი სადებიუტო გოლია თურქეთში, გარდა ამისა, ერთი საგოლე პასიც აქვს აქტივში.
„ერზურუმსპორი“ 10 ტურის შემდეგ 10 ქულით ლიდერობას „ქოჯაელისპორთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი, 3 ნოემბერს, „ამედსპორს“ უმასპინძლებს.