„სარაევოს“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო და კლუბების ყურადღების ცენტრშიც მოხვდა.
როგორც Tuttomercatoweb-ი წერს, ქართველი ფორვარდით რამდენიმე კლუბი უკვე დაინტერესდა, ხოლო იტალიაში ასეთი გუნდი „ბოლონიაა“, რომლის ხელმძღვანელობის სიაში გიორგი უკვე მოხვდა, მომდევნო კვირებში კი, ინტერესი შეიძლება კიდევ უფრო რეალური გახდეს.
გულიაშვილს „სარაევოსთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან უკვე 10 გოლი გაიტანა, 9 ბოსნიის ჩემპიონატში და 1 კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
აღსანიშნავია, რომ ასევე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბოლონია“ კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს აკვირდება - „ემპოლის“ მცველ საბა გოგლიჩიძეს.