ფეხბურთი

15:11 | 21.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური გუნდის დირექტორი "ემპოლი" - "ნაპოლის" მატჩს გოგლიჩიძეზე დასაკვირვებლად დაესწრო

საქართველოს ნაკრებისა და „ემპოლის“ მცველი საბა გოგლიჩიძე „ბოლონიას“ ყურადღების ქვეშ მოხვდა.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იტყობინება, „კარლო კასტელანის“ სტადიონზე, „ემპოლი“ – „ნაპოლის“ მატჩს „ბოლონიას“ ტექნიკური დირექტორი ჯოვანი სარტორი სპეციალურად გოგლიჩიძეზე დასაკვირვებლად დაესწრო.

ჯერჯერობით, ტრანსფერზე კონკრეტული არაფერია, მაგრამ ქართველი, როგორც ჩანს, „ბოლონიას“ აინტერესებს და მასზე დაკვირვებას გააგრძელებენ.

საბას „ემპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში გოგლიჩიძემ 6 მატჩი ჩაატარა და ძალიან კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

0.112326