ფეხბურთი

17:59 | 23.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგის საწყის 5 ტურში 10 გოლი გაიტანა

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი პრემიერლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სეზონის საწყის ხუთ ტურში 10 გოლი გაიტანა.

ნორვეგიელმა მეათე გოლი ლონდონის „არსენალს“ გაუტანა. გასულ ხუთ ტურში ჰოლანდს მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია და ორჯერ ჰეთ-თრიქიც შეასრულა.

ასეთი სტატისტიკის ფონზე რა გასაკვირია, რომ ჰოლანდი პრემიერლიგაში აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.

0.11215