ფეხბურთი

23:04 | 21.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

სამხელისუფლებიანობა პრემიერლიგაში

პრემიერლიგის მე-5 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „კრისტალ პალასმა“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ უგოლო ფრე ითამაშეს - 0:0.

სხვა შეხვედრებიდან გამოსარჩევია „ჩელსის“ გამარჯვება სტუმრად „ვესტ ჰემთან“ – 0:3. დუბლი მიითვალა ნიკოლას ჯეკსონმა.

„ასტონ ვილას“ მოგება „ვულვერჰემპტონთან“ – 2:1. ამ გამარჯვების შემდეგ ბირმინგემელებმა 12 ქულა მოაგროვეს და ლიდერ „ლივეერპულს“ გაუთანაბრდნენ.

მერსისაიდელები ბურთების უკეთესი სხვაობის გამო დგანან პირველ ადგილზე.

12 ქულა აქვს მეორეადგილოსან „მანჩესტერ სიტისაც,“ რომელიც კვირას ტურის მთავარ მატჩში „არსენალს“ უმასპინძლებს. „მეთოფეებს“ ახლა 10 ქულა მოუგროვდათ და მე-5 საფეხურზე დგანან. თუმცა კვირას ლიდერი აუცილებლად შეიცვლება, ეს ან „სიტი,“ ან „არსენალი“ იქნება.

„სიტი“ – „არსენალის“ მატჩი 22 სექტემბერს თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-5 ტური. 21 სექტემბერი: ვესტ ჰემი - ჩელსი 0:3, ასტონ ვილა - ვულვერჰემპტონი 3:1, ფულემი - ნიუკასლი 3:1, ლესტერი - ევერტონი 1:1, ლივერპული - ბორნმუთი 3:0, საუთჰემპტონი - იფსვიჩი 1:1, ტოტენჰემი - ბრენტფორდი 3:1, კრისტალ პალასი - მანჩესტერ იუნაიტედი 0:0

0.11221