ფეხბურთი

10:27 | 9.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურამ გიორბელიძე თურქულ გუნდში გადავიდა

ქართველი ფეხბურთელი გურამ გიორბელიძე კარიერას თურქეთში გააგრძელებს და კონტრაქტი „ერზურუმსპორთან“ გააფორმა.

მხარეებმა ერთწლიან თანამშრომლობაზე მოაწერეს ხელი. გურამი თურქებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან მანამდე სერბული „ვოივოდინა“ დატოვა, სადაც 2023 წლიდან თამაშობდა.

გიორბელიძეს ასევე უთამაშია „სიონში“, „დილაში“, „ვოლფსბერგერში“, დრეზდენის „დინამოში“, „ზაგლებიეში“ და „დინამო ბათუმში“. 28 წლის ფეხბურთელს 11 მატჩი საქართველოს ნაკრებშიც აქვს ჩატარებული, თუმცა ბოლოს ორი წლის წინ გიბრალტარის წინააღმდეგ.

„ერზურუმსპორი“ თურქეთის პირველ ლიგაში თამაშობს და ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მეექვსე ადგილზეა.

0.110605