ფეხბურთი

18:20 | 2.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩის წინ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

ჩეხეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ივან ჰაშეკს, რომელმაც შემადგენლობა პარასკევს დაასახელა, ერთი იძულებითი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია.

გუნდს ტრავმის გამო პრაღის „სლავიას“ შემტევი მატეი იურაშეკი გამოაკლდა, რომელმაც ევრო 2024-ზე ითამაშა, მათ შორის, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც, როცა მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა. მან ტრავმა ჩეხეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში მიიღო.

იურაშეკის ნაცვლად ჩეხეთის ნაკრებში „მლადა ბოლესლავის“ ფეხბურთელი ვასილ კუშეი გამოიძახეს, რომელსაც აქამდე ეროვნულ ნაკრებში ერთადერთი მატჩი აქვს ჩატარებული, 2023 წელს, მოლდოვის წინააღმდეგ.

ჩეხეთი საქართველოს ნაკრებს თბილისში, 7 სექტემბერს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე დაუპირისპირდება, ხოლო 10 სექტემბერს, უკრაინას უმასპინძლებს. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ჩეხეთთან ისტორიაში ერთადერთხელ აქვს ნათამაშები: 22 ივნისს, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში მათი დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. პირველ ტაიმში ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ გახსნა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში პატრიკ შიკმა წონასწორობა აღადგინა.

0.1089