ფეხბურთი

13:42 | 30.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა საქართველოსა და უკრაინასთან მატჩებისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ჩეხეთის ნაკრებში სამი დებიუტანტია: იაკუბ მარკოვიჩი, ადამ ზადრაჟილი და მატეი რინეში. სამაგიეროდ, გუნდს ტრავმების გამო უახლოეს ორ მატჩში მიხალ სადილეკი, ტომაშ კალასე, დავიდ იურაშეკი, ტომაშ ვლჩეკი, ტომაში ჰოლეში, ვიტეშლავ იაროში და ინდრიშ შტანკა ვერ დაეხმარებიან.

ჩეხეთის ნაკრები საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის შემდეგი შემადგენლობით მოემზადება:

მეკარეები: მატეი კოვარი (ლევერკუზენი, გერმანია), იაკუბ მარკოვიჩი (ბანიკი), ადამ ზადრაჟილი (ჰრადეცი)

მცველები: ვლადიმირ ცოუფალი (ვესტ ჰემი, ინგლისი), რობინ ჰრანაჩი (ჰოფენჰაიმი, გერმანია), ლადისლავ კრეიჩი (ჟირონა, ესპანეთი), მატეი რინესი (სპარტა), მარტინ ვიტიკი (სპარტა), დავიდ ზიმა (სლავია), იაროსლავ ზელენვი (სპარტა)

ნახევარმცველები: ვაცლავ ჩერნი (რეინჯერსი, შოტლანდია), ლუკაშ ჩერვი (პლზენი), მატეი იურაშეკი (სლავია), ლუკაშ კალვაჩი (პლზენი), ალექს კრალი (ესპანიოლი, ესპანეთი), ონდრეი ლინგრი (ფეიენოორდი, ნიდერლანდები), ლუკაშ პროვოდი (სლავია), ტომაშ სოუჩეკი (ვესტ ჰემი, ინგლისი), პაველ შულცი (პლზენი)

თავდამსხმელები: ტომაშ ჩვანჩარა (გლადბახი, გერმანია), ადამ ჰლოჟეკი (ჰოფენჰაიმი, გერმანია), ტომაშ ხორი (სლავია), პატრიკ შიკი (ლევერკუზენი, გერმანია)

ჩეხეთი საქართველოს ნაკრებს თბილისში, 7 სექტემბერს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე დაუპირისპირდება, ხოლო 10 სექტემბერს, უკრაინას უმასპინძლებს. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ჩეხეთთან ისტორიაში ერთადერთხელ აქვს ნათამაშები: 22 ივნისს, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში მათი დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. პირველ ტაიმში ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ გახსნა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში პატრიკ შიკმა წონასწორობა აღადგინა.

0.118747