კილიან მბაპემ „პარი სენ-ჟერმენი“ დატოვა, მაგრამ როგორც ჩანს, მხარეებს შორის დავა გაგრძელდება.
როგორც Le Parisien-ი იტყობინება, ფრანგი ფეხბურთელი კლუბის წინააღმდეგ ჩივილს აპირებს, რადგან კლუბმა მას სამი თვის ხელფასი და ბონუსები არ გადაუხადა, რაც 55 მილიონ ევროს შეადგენს.
უეფას იურიდიული კომისია თუ პსჟ-ს დანაშაულს დაადგენს, კლუბს სანქციები ემუქრება გარდა იმისა, რომ თანხის ანაზღაურება მოუწევს.
სანქციები კი შეიძლება გამოიხატოს, როგორც სატრანსფერო ბაზრის დაბლოკვით, ისე უეფას ტურნირებიდან დისკვალიფიკაციით, რაც ჩემპიონთა ლიგიდან პსჟ-ს მოკვეთას გამოიწვევს.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს პსჟ-თან კონტრაქტი ამოეწურა და „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.