„ლევანტეს“ ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა სეზონი გოლით დაიწყო. ქართველმა ფეხბურთელმა ხიხონის „სპორტინგთან“ შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა. მატჩის შემდეგ მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„წარმოუდგენელი დასაწყისი. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს, რომლებიც სტადიონზე მთელი თამაშის განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ და მათ, ვინც ამას სახლიდან აკეთებდა“, - დაწერა ქოჩორაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ლევანტე“ ლა ლიგა 2-ის მეორე ტურის მატჩს 24 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „კადისის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.