ფეხბურთი

19:46 | 18.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილმა ხიხონის "სპორტინგთან" ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის პირველ ტურში „ლევანტე“ სტუმრად ხიხონის „სპორტინგს“ ეწვია, რომელიც 2:1 დაამარცხა, გიორგი ქოჩორაშვილმა კი გოლი გაიტანა.

ქართველმა შეუცვლელად ითამაშა და მოედანზე საუკეთესო იყო. ქოჩორა ჩვეულად იბრძოდა, შლიდა მეტოქის იერიშებს და იწყებდა თავისი გუნდის შეტევებს. რაც შეეხება გოლს, ჯარიმით გაიტანა.

42-ე წუთზე მან ძალიან შორი მანძილიდან იდეალურად დაარტყა ჯარიმა, არადა, ყველა ელოდა, რომ ის საჯარიმოში ჩააწოდებდა ბურთს, მაგრამ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და სეზონი გოლით დაიწყო. ცნობისთვის, ქოჩორაშვილმა ჯარიმით გოლი ლა ლიგა 2-ის გასულ სეზონშიც გაიტანა.

გიორგის ამ გოლით ვალენსიელები 2:0 დაწინაურდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმის სტარტზე ერთი გოლი გაუშვეს, საბოლოოდ 2:1 მოიგეს და სეზონი კარგად დაიწყეს.

„ლევანტე“ ლა ლიგა 2-ის მეორე ტურის მატჩს 24 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „კადისის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.133622