ფეხბურთი

15:20 | 20.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "ევროპის ჩემპიონატზე ის გავაკეთე, რისი გაკეთებაც ვიცი"

გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ ტელევიზიასთან ინტერვიუში ევროპის ჩემპიონატისა და ბომბარდირობაზე ისაუბრა.

როგორც გიორგიმ აღნიშნა, ეს უნიკალური გამოცდილება იყო, მან კი, უბრალოდ ის გააკეთა, რაც იცის - გოლები გაიტანა.

„ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩემს ქვეყანასთან ერთად, შესანიშნავი იყო. წარმოუდგენელია თქვენი ქვეყნის წარდგენა ასეთ ტურნირზე. ვცდილობდი სიამოვნების მიღებას, ეს ის მომენტებია, რომელსაც ცხოვრებაში ორჯერ ვერ განიცდი. ამიტომ, მაქსიმუმი გავიღეთ, თანაგუნდელებმა ეს ერთმანეთს ვუთხარით. სიგიჟე იყო, იმდენი ქართველი გულშემატკივარი გვიყურებდა. მე კი, უბრალოდ ის გავაკეთე, რისი გაკეთებაც ვიცი“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე 3 გოლით ევრო 2024-ის თანაბომბარდირი გახდა. ქართველმა ფეხბურთელმა „ლიონთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104128