ფეხბურთი

0:52 | 7.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ავსტრიულ შეკრებაზე სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიულ შეკრებაზე სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა.

ფრანგულ მეცთან ერთად საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ, ეროვნულ გუნდს გაინბერგში გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა. 6 ივნისს საწვრთნელ პროცესში 26 ფეხბურთელი მონაწილეობდა, რაც მიმდინარე შეკრებაზე პირველად მოხდა. საბა კვერკველია გუნდთან ერთად ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. ამრიგად, ვილი სანიოლის განკარგულებაში ყველა ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდი), ჩეხეთისა (22 ივნისი, ჰამბურგი) და პორტუგალიის (26 ივნისი, გელზენკირხენი) წინააღმდეგ ითამაშებს.

ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატამდე 9 ივნისს, პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

0.122438