სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
რაგბი

11:37 | 15.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ფინალის საგზურისთვის ‘ყოჩები’ იბრძოლებს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ ქუთაისის ‘არესი’ 32:17 დაამარცხა და დიდი 10-ის ფინალის საგზურისთვის, 21 აპრილს ‘ლელოს’ „ლელო არენაზე“ შეერკინება.

ქვემო ქართლელები საჩემპიონო ფლეი ოფში რეგულარული სეზონის დასკვნით ტურში მოპოვებული გამარჯვებით, მე-6 გუნდად შევიდნენ, თუმცა იქ შესანიშნავი თამაში აჩვენეს და ჯერ ‘ბათუმი’ დაამარცხეს ბათუმში (11:7), ახლა კი ‘არესს’ მოუგეს ქუთაისში. ‘არესმა’ რეგულარული გათამაშება მე-4 საფეხურზე დაასრულა და საბოლოოდ სეზონიც ამავე პოზიციაზე დაასრულა.

„აია არენაზე“ სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და მცირე ფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვეს. ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა. ლაშა მალაღურაძემ 50/22-ზე გაახერხა და საკუთარ გუნდს მეტოქის 22-ში დერეფანი მოუპოვა. იქიდან შეტევისას ბურთი ფეხით შეაცურა, ის ერთ-ერთ მოთამაშეს მოხვდა, რომან მახათაძეს ხელებში ჩაუვარდა და ლელო ძელებსშუა გავიდა. მალაღურაძემ გარდასახვის შემდეგ მე-17 წუთზე ჯარიმა გაიტანა.

ტაიმის შუაში ‘არესს’ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა, 24-ე წუთზე კი ‘ყოჩებმა’ მეორე ლელო გაიტანა. 5-მეტრიან დერეფანში ბურთის ბოლო მხტომელზე მოგების შემდეგ, ამირან მიქაძემ მოულოდნელად შეუტია და ის ვერავინ შეაჩერა. მალაღურაძემ გარდასახვის შემდეგ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ‘ყოჩებმა’ ტაიმი 20:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და ‘ყოჩების’ თავგანწირული დაცვის მიუხედავად, 49-ე წუთზე მურთაზ ცხადაძემ ძალისმიერი ლელო გაიტანა. ცოტნე კვესელავამ გარდასახა. 55-ე წუთზე მალაღურაძე მოედნის ცენტრში ფეხით თამაშისას შეცდა, პენი ტუმბუნამ ბურთს ფეხი ორჯერ წაკრა და მართალია ლელო თავად ვერ დაამიწა, მაგრამ იქვე გივი კაშია გაჩნდა და ჩამორჩენა 8 ქულამდე დაიყვანა. კვესელავას სხვაობის კიდევ 2 ქულით შემცირება შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვა გაუცუდდა.

‘ყოჩები’ გააქტიურდა და ინიციატივა მალევე დაიბრუნა. 61-ე წუთზე კოტე იაშვილმა მეტოქის ზურგში ცარიელი სივრცე მოძებნა და ფეხით გადაკიდებულ ბურთს თავადვე დაეუფლა, მას კარგად მიყვნენ თანაგუნდელები და სწრაფი შეტევა გოჩა თავართქილაძის ლელოთი დასრულდა. 78-ე წუთზე ფეხით გადაკიდებულ ბურთს უკვე გიორგი გამყრელიძე დაეუფლა, მბოჭავს დაუსხლტა და თავისი გუნდის მე-4 ლელო გაიტანა. მალაღურაძე გარდასახვიდან ზუსტი იყო.

ბოლო წუთზე ‘არესმა’ ხელდახელ შეტევით კიდევ ერთი ლელოს გატანა მოახერხა (ბონდო აბაშიძე), მაგრამ ამით საერთო სურათი არ შეცვლილა და ‘ყოჩებმა’ მცირე ფინალის საგზური მოიპოვა – 32:17. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკა ჩხიკვაძე გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.108696
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X