ფეხბურთი

20:38 | 13.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სლოვაკეთის ჩემპიონები ზედიზედ მესამედ გახდნენ

ბრატისლავის „სლოვანი“ სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა, შესაბამისად, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ტიტულს დაეუფლნენ.

27-ე ტურში „სლოვანი“ შინ „დუნაისკა სტრედას“ დაუზავდა (0:0), რითაც ჩემპიონობა გაინაღდა, რადგან უახლოეს მდევარ „ტრნავას“ 19 ქულით უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები.

გურამ კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო ჯაბა კანკავამაც ასევე 20 შეხვედრაში ერთხელ შეძლო თავის გამოჩენა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111605