პოლონური „კრაკოვიადან“, სადაც ოთარ კაკაბაძე თამაშობს, მთავარი მწვრთნელი იაცეკ ჟიელინსკი დაითხოვეს.
მიზეზი წარუმატებელი შედეგებია. კლუბის ხელმძღვანელობამ გამოცდილი სპეციალისტის გათავისუფლების გადაწყვეტილება ბოლოადგილოსან „ლოძთან“ საშინაო ფრის (2:2) შემდეგ მიიღო. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში კაკაბაძემ გოლი გაიტანა.
სეზონის ბოლომდე „კრაკოვიას“ მეორე გუნდის მწვრთნელი დავიდ კროშეკი ავარჯიშებს. იაცეკ ჟიელინსკი „კრაკოვიაში“ 2015-2017 და 2021-2024 წლებში მუშაობდა.
„კრაკოვია“ პოლონეთის ექსტრაკლასაში 29 ქულით მე-12 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო ტურში 14 აპრილს, „იაგელონიას“ სტუმრად შეხვდება.