ფეხბურთი

21:41 | 5.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძის შესანიშნავი გოლი პოლონეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურში „კრაკოვია“ საკუთარ მოედანზე „ლოძს“ დაუზავდა, ოთარ კაკაბაძემ კი, ულამაზესი გოლი გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი ორჯერ იგებდა, თუმცა, ანგარიში ვერც ერთხელ შეინარჩუნა, შედეგად, ქულით დაკმაყოფილება მოუწია.

კაკაბაძემ 77-ე წუთზე მეტოქეს ბურთი წაართვა და საჯარიმოს გარედან ძალიან ზუსტად დაარტყა. მან ანგარიში 2:1 გახადა, მაგრამ სტუმრებმა წონასწორობა 9 წუთში აღადგინეს და მატჩი 2:2 დასრულდა. კაკაბაძე თანაგუნდელის შეცვლის შემდეგ კაპიტნის სამკლავურით თამაშობდა. ოთარმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა, გარდა ამისა, 18 მატჩში 1 საგოლე პასიც აქვს.

„კრაკოვია“ 29 ქულით მე-12 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო ტურში 14 აპრილს, „იაგელონიას“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115715