„ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ რიერამ „კაენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ქართველ ფეხბურთელს კონკრეტული სიტუაციების უკეთ წაკითხვის სწავლა სჭირდება, რათა მოედანზე სწორი გადაწყვეტილებები ხშირად მიიღოს.
„ზურიკოთი კმაყოფილი ვარ. ბოლო დღეებში, რაც შეიცვალა ისაა, რომ მან ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. მას სჭირდება გადაწყვეტილების მიღების გაუმჯობესება, ამაზე მასთან ვსაუბრობ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მხოლოდ 22 წლისაა, წვერი კი აქვს, მაგრამ ასაკოვანი არ არის. მან დეტალებზე უნდა იმუშაოს, უნდა ამოიცნოს სიტუაციები, რომ კონკრეტულ მომენტში უკეთესი გადაწყვეტილებები მიიღოს“, - თქვა რიერამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილს „ბორდოს“ მაისურით ყველა ტურნირზე 31 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხუთჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. „ბორდო“ 38 ქულით მე-12 ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 აპრილს, სტუმრად „კაენს“ შეხვდება.