გიორგი ჩიტაურის 17-წლამდელთა ნაკრები ქუთაისში თამაშობდა ელიტრაუნდის მატჩებს. პირველ ტურში სერბეთთან წაგების (0:2) შემდეგ, ჩვენებურებმა 3:1 მოუგეს თურქეთს და ბოლო ტურში ლიდერ დანიას ხვდებოდნენ.
თუ არ წავაგებდით, 4 ქულით 7 საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვედრის შანსი გვქონდა. თუმცა ამ შემთხვევაში სხვებზეც ვიქნებოდით დამოკიდებულები.
მაგრამ უკვე პირველი ტაიმის ბოლოს ცხადი გახდა, რომ სატურნირო ინტრიგას აზრი აღარ ჰქონდა. ჯამში ჩვენიანებმა 0:7 წააგეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს.
სერბებმა თურქებს 3:0 მოუგეს და 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდნენ, დანიელებმა კი 7 ქულით იპირველეს.
ბოლოები თურქები აღმოჩდნენ.