კალათბურთი

0:12 | 23.03.2024 | ნანახია NaN - ჯერ

შენგელიას 25 ქულის მიუხედავად "ვირტუსი" ევროლიგაში ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა

ევროლიგის 31-ე ტურში „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასთან“ 79:94 დამარცხდა.

იტალიელებმა მხოლოდ პირველი პერიოდის მოგება მოახერხეს, თუმცა, დანარჩენ პერიოდებში სერბების უპირატესობა აშკარა იყო. ბოლონიელებს თორნიკე შენგელიამ ულიდერა, რომელმაც შესანიშნავი შეხვედრა კიდევ ერთხელ ჩაატარა.

შენგელიამ 29 წუთში 25 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 13-დან 7 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა.

თორნიკე 25 ქულით ნემანია ნედოვიჩთან ერთად მატჩის საუკეთესო მექულე იყო, მატჩის დასრულებამდე წუთიც არ იყო დარჩენილი, როცა 5 ფოლის გამო თამაშს გამოეთიშა.

„ვირტუს ბოლონია“ კრიზისშია, ევროლიგაში ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა, შედეგად 17 მოგებით და 14 წაგებით მერვე ადგილამდე დაქვეითდა, ხოლო მომდევნო ტურში 29 მარტს, „პანათინაიკოსს“ უმასპინძლებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.063787