ფეხბურთი

19:06 | 20.03.2024 | ნანახია 829 - ჯერ

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები სერბეთთან დამარცხდა

სქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა დღეს, 20 მარტს, ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის პირველი მატჩი გამართა სერბ თანატოლებთან და 0:2 დამარცხდა.

ჩვენს ნაკრებს თამაშის წინ გარკვეული პრობლემები შეექმნა, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლუკა კვაშილავა და საბა ასანიძე გუნდს ვირუსის შედეგად გამოწვეული მაღალი სიცხის გამო გამოაკლდნენ. მათ ნაცვლად ნაკრებს - ლუკა ლაშხია, ლაშა ხუციშვილი და საბა ტარტარაშვილი დაემატნენ.

სერბებმა გვაჯობეს. ერთხელ ხარიხას მოარტყეს ბურთი (პირველ ტაიმში) და სამჯერ ძელს (მეორეში). ჩვენებურებმა კი პირველად 25-ე წუთზე შექმნეს მომენტი, შოთა დიაკონიძე ურტყამდა სახიფათოდ მაგრამ ბურთი ოდნავ გადასცდა კარს ზემოდან.

ტაიმის ბოლოს გიორგი მჟავანაძემ გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

მეორე ტაიმში სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. ბოლოსკენ ჩვენებურებს დაღლაც დაეტყოთ, თუმცა ცდა არ დაუკლიათ მდგომარეობის გამოსასწორებლად. გოლები ალეკსა ვასილოჩმა და ვასილე კოსტოვმა გაგვიტანეს. ორივე ეფექტური გამოდგა.

უკვე კომპენსირებულ დროში კი 7 წუთის ინტერვალში ვახტანგ სალიამ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მინდვრიდან დაითხოვეს.

ჩვენი თანაჯგუფელები, დანიისა და თურქეთის 17-წლამდელები კი ერთმანეთს მშვიდობით დაშორდნენ - 0:0.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:21 | 21.03.2024
გუსანი (746)

ცუდია..., ადრეც ვწერდი, სამწუხაროდ გრძელდება ის მოცემულობა ,რომ ასაკობრივი ნაკრებების დონე, ფეხბურთშიც და კალათბურთშიც, კარგი მომავლის მოლოდინს არ აჩენს, გამონაკლისი მხოლოდ რაგბია, ყოველშემთხვევაში ადრე ასე იყო, ამჟამად ვნახოდ აბა 20 წლიანები რას მიაღწევენ...

10:29 | 21.03.2024
თენგაბი (950)

გლახა მოცეკვავეს ერთი ადგილი უშლიდა ხელსო. თავს ვერ დავდებ ჩემი ნათქვამის ასპროცენტიანობაზე, მაგრამ არ მინდა არასწორი მიმართულებით გავაგრძელოთ მიზეზთა ძიება. რა თქმა უნდა, სიმაღლე ფაქტორია, მაგრამ არა გადამწყვეტი და არა ფეხბურთში. ამის საილუსტრაციოდ მესხი, გერდ მიულერი, მარადონა, მესი კმარა. ჩემი აზრით, უფრო გადამწყვეტი ფაქტორი ქვეყანაში მწვრთნელთა მომზადების და გადამზადების სისტემის ხარვეზებია, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელთა არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვიდმეტწლიანებშიც და ცხრამეტწლიანებშიც რამდენიმე ბავშვი არის, რომელთაც ევროპის ტოპ ლიგების სკაუტები აკვირდებიან, გუნდურ ქმედებებში და ტაქტიკურ მომზადებაში ლამის საუკუნით ჩამოვრჩებით. უბურთოდ მოძრაობა, თამაშის გაშლა, მოედნის ცენტრის სწრაფად გავლა, ჯერ კიდევ ყამირია ჩვენი მწვრთნელებისათვის. ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ შედეგი სახეზეა.

12:25 | 21.03.2024
გუსანი (746)

ნამდვილად მასეა, პრობლემა არის როგორც მწვრთნელების ისე ბავშვების, მათი ოჯახების და საერთოდ გარემოში არსებული მენტალური სფერო, განათლების, პროფესიონალობის და პასუხიმგებლობის დეფიციტი....

02:33 | 21.03.2024
luka08 (622)

არც ეს არ მჯერა , როდის წაუგიათ ჩიტაურის ,,გაწვრთნილებს " ?

19:29 | 20.03.2024
alfadhirhaiti (7530)

ვუყურე ამ თამაშს და მწვრთნელების ხელი ვერ შევატყვე. ამ ასაკში წესით კლასში შესამჩნევი სხვაობა არ უნდა ჩანდეს ასეთ ნაკრებებთან, მაგრამ აშკარად ჩანდა ამ მატჩში. დისციპლინური ლაფსუსები მკაფიო იყო, რაც წითელ ბარათში აისახა ბოლოს. შეიძლება სერბეთია ძლიერი, ამიტო დავაკვირდები მომდევნო 2 მატჩს.

0.113333