ფეხბურთი

20:35 | 23.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგი: "ყველა ხედავს, რომ "მანჩესტერი" ვითარდება"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ვითარდება და პროგრესი აქვს, რასაც ყველა ხედავს.

„19 თვეა აქ ვარ და ვხედავ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. თქვენ ხედავთ, რომ გუნდი წინ მიიწევს და ვითარდება. კიდევ უფრო გავძლიერდებით და მეტი ხარისხი გვექნება“, - თქვა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბოლო დროს კარგ ფორმაშია და პრემიერლიგაში უკანასკნელი 4 მატჩი მოიგო. „წითელი ეშმაკები“ 44 ქულით მეექვსე ადგილზე არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128821