ძიუდო

23:20 | 4.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

პარიზის გრანდ სლემის ბოლო დღე საქართველოსთვის უმედლო გამოდგა

პარიზის გრანდ სლემი საქართველომ წარუმატებლად დაასრულა. ბოლო საშეჯიბრო დღე უმედლო გამოდგა.

90 კგ წონით კატეგორიაში უნდა ეასპარეზა ლაშა ბექაურს, რომელიც ტურნირს ჩაეხსნა. ამ წონაში გამოვიდა გიორგი ჯაბნიაშვილი, თუმცა მედალს ვერ შესწვდა. მან ჯერ კანადელი ლუის კრიბერი დაამარცხა, მაგრამ მერე ნიდერლანდელ ნოელ ვან ტ ენდთან წააგო.

100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი პირველივე წრეში ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან დამარცხდა, ხოლო მიხეილ ჯაფარიძემ ინდოელი ავტარ სინგის დამარცხების შემდეგ მონღოლ გონჩიგსურენ ბატხუიაგთან წააგო.

+100 კგ წონით კატეგორიაში გაცილებით კარგად იასპარეზეს ქართველებმა: საბა ინანეიშვილმა კვიპროსელი იანის ანტონიიუ, ემირატების წარმომადგენელი მაგომედომარ მაგომედომაროვი, ფრანგი ტიმან დიაბი დაამარცხა, შემდეგ უზბეკ ალიშერ იუსუპოვთან განიცხადა მარცხი და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც გერმანელ ლოსენი კონეს აჯობა და ბრინჯაოსთვის იაპონელ კანტა ნაკანოს გაეჯიბრა, მაგრამ მარცხი განიცადა და უმედლოდ დარჩა.

ირაკლი დემეტრაშვილმა ფრანგ ამადუ მეიტესა და აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს სძლია, სამხრეთკორეელ მინ იონ კიმთან წააგო და რეპეშაჟში ყაზახ იარასილ კაჟიბაევს მოუგო, ხოლო ბრინჯაოსთვის ალიშერ იუსუპოვს დაუპირისპირდა, თუმცა ისიც დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ პარიზის გრანდ სლემზე საქართველომ ერთი ვერცხლი მედალი მოიპოვა (გიორგი ჩიხელიძე).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.136104